ჩვენ შესახებ

შპს „კარგო ლაინი“ (CL)

შპს „კარგო ლაინი“, (CL) როგორც საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანიამ, ფუნქციონირება 2014 წელს ფოთში დაიწყო. მომდევნო მოკლე დროის შუალედში, თითოეული თანამშრომელი დაუღალავად მუშაობდა რათა „კარგო ლაინ“-ს სრული მომსახურების პაკეტი ჰქონოდა. დღესდღეობით ჩვენი კომპანია წარმატებით ახორციელებს ნებისმიერი სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვას შუა აზიასა და შავი ზღვის სხვადასხვა პორტში, მათ შორისაა: ფოთი, ბათუმი, ილიჩევსკი, ოდესა და სტამბოლი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბიზნეს კავშირების დახმარებით სხვადასხვა კოპანიებთან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი კომპანია მომსახურებას მსოფლიოს გარშემო უზრუნველჰყოფს.

ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ რომ ბიზნესის წარმოების არსებული მეთოდები და კონცეფციის ჩარჩოები, რომლებსაც კავკასიაში სატრანსპორტო კომპანიების უმრავლესობა იყენებს, აღარ არის საკმარისი, რადგანაც ინფორმაციაზე ორიენტირებულ საზოგადოების სწრაფმა ზრდამ, უფრო მაღალი ხარისხის და უფრო კომპლექსური ფიზიკური სადისტრიბუციო მომსახურების საჭიროებები წარმოქმნა. ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილნი და ღია, ახალ, შემოქმედებით მიდგომებისადმი ბიზნეს საკითხებზე. ჩვენ ჩაბმულნი ვართ მუდმივ ძალისხმევაში რათა მომხმარებლები ახალი და უკეთესი მომსახურებით უზრუნველვჰყოთ. ასე რომ, მზად ვართ მივიღოთ თქვენი შეკვეთები და ვიმედოვნებთ, ჩვენი მომსახურება თქვენი ბიზნესისათვის განუყოფელი გახდება.