სარკინიგზო გადაზიდვები

სარკინიგზო გადაზიდვები

შპს „კარგო ლაინი“ თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს სარკინიგზო გადაზიდვის სრული პაკეტით (კონტეინერებით და ვაგონებით). ვახორციელებთ როგორც ყველა სახის, მათ შორის საპროექტო ტვირთის, სატრანზიტო გადაზიდვას, ასევე მასშტაბურ საინჟინრო პროექტებს რომლებიც გამოთვლას, დეტალურ დაზუსტებას და სრულ საინჟინრო ნახაზის შესრულებას მოითხოვენ. ბაზარზე ჩვენმა ყოფნამ დაგვეხმარა გვეთანამშრომლა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის სამინისტროებთან. ჩვენ შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც ახორციელებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სარკინიგზო კომბინირებულ იმპორტსა და ექსპორტს კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. გთვაზობთ სარკინიგზო გადაზიდვის სრულ პაკეტს: ფოთიდან და ბათუმიდან – შავი ზღვა რიგა – ბალტიის ზღვა ბაქო და აქტაუ – კასპიის ზღვა ჩვენს კომპანიას საკუთარი სარკინიგზო კოდები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ჩვენს მომსახურების პაკეტში შედის: ტვირთის მიბმა, გადმოტვირთვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კვლევის ანგარიში ფოთში, ბათუმში, რიგაში, ბაქოსა და აქტაუში; ტვირთის ტრანსპორტზე დატვირთვისა და დამაგრების სქემების დამუშავება და სარკინიგზო ადმინისტრაციებთან მათი შეთანხმება; სარკინიგზო გადაზიდვა თურქმენბაშის პორტიდან თურქმენეთსა და ტაჯიკეთში; სატერმინალო პროცედურების გატარება აქტაუში / ყაზახეთის პორტებში; პირდაპირი სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთიდან დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით; ბორანით გადაზიდვა ილიჩევსკიდან/ოდესიდან – ფოთი/ბათუმის მიმართულებით და პირიქით; გადაზიდვის პროცესისთვის თვალყურის დევნება; ტვირთის აღებისა და მიწოდების ადგილზე განბჟება; ტვირთის კარიდან-კარამდე მიწოდება.